Bloomberg-ზე ერთი აშშ დოლარი 2,9788 ლარია

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათზე ერთი დოლარი 2, 9788 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9600 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 27 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.9552 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2286 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა ლარის გამყარება ვერ მოხდა