უკრაინაში ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ

უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას მოითხოვენ. შესაბამისი პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 28 სექტემბერს შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვითვალისწინებთ რა იმ დიპლომატიურ სკანდალს, რაც დონალდ ტრამთან გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, მოვითხოვთ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას,“ – ნათქვამია პეტიციაში.
გამოცემის ინფორმაციით, ონლაინ პეტიცია 28 სექტემბერს დაიწყო და ჯერ მხოლოდ 57 ხმა აქვს მოგროვებული. პრეზიდენტი ვალდებულია პეტიცია გაითვალისწინოს იმ შემთხვევაში, თუ მას 90 დღის განმავლობაში 25,000 ადამიანი მოაწერს ხელს.