“თუ ვინმემ არ უნდა ახსენოს, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული მართველობაა ეს არის უპირველესად კვირიკაშვილი. საკმაოდ დამოუკიდებელი პრემიერი იყო და ასევე იღებდა გადაწყვეტილებებს. სამწუხაროა რომ გიორგი კვირიკაშვილი “ნაცების” მიერ მოდაში შემოსულ განცხადებებს აყვა” – აცხადებს გიორგი ვოლსკი გიორგი კვირიკაშვილის საპასუხოდ.
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიას მისამართით გამოთქვა პრეტენზია და აღნიშნა, რომ გახარიამ საკუთარ პოლიტიკურ მომავალს თავადვე გაუჩინა ბზარი, როცა 20 ივნისის მოვლენების გამო არ გადადგა.
