ჩერგოლეიშვილის რჩევა მიშას, რომელიც ისევ იმუქრება

თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, რომ ექიმი ნახოს. „ღმერთი ხარ, კაცო? უბრალოდ, ექიმი ნახე,“ – დაწერა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილმა სააკაშვილის წუხანდელი განცხადებების შემდეგ.
ნაცბანდის მიერ ახლად შეთითხნილი ტელევიზიის ე.წ. „მთავარის“ ეთერში სააკაშვილმა განაცხადა: “უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, არაფერი საიდუმლო არაა, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ სამშობლოს ვკარგავ… მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე, ქართველ ხალხთან ერთად – მოდით, გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები”.