წყალდიდობა ინდოეთში

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 90 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სტიქიამ განსაკუთრებით უტარ პრადეშისა და ბიჰარის შტატები დააზარალა.
ჯამში კი სეზონურმა უამინდობამ ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში 350-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშის კატასტროფების მართვისა და დახმარების განყოფილების პრესსპიკერის განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო დაინგრა სულ ცოტა 29 სახლი.