ჯეისონ მომოა კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ

მსახიობი ჯეისონო მომოა ამჯერად გაეროში სიტყვით წარსდგა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. 

„ოკეანეები საგანგაშო მდგომარეობაშია. გლობალური დათბობა ზღვების ეკოსისტემის გაქრობით გვემუქრება. ჩვენი პლანეტა, როგორც წყლის დეფიციტის, ასევე – პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების საფრთხის წინაშე დგას“, – აღნიშნა მსახიობმა. 

მომოამ ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, ამ ყველაფრის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ ზომები მიიღონ. 

“ეს იყო გარდამტეხი მომენტი ცხოვრებაში და პატივი წარმედგინა ისლანდია გაეროში.” – წერს მომოა ინსტაგრამზე.