ტრამპი წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებული იმპიჩმენტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ის, რაც ახლა ხდება, ერთი დიდი სიცრუეა ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში. დემოკრატებს სურთ, წაგართვან თქვენი იარაღი, თქვენი ჯანდაცვა, თქვენი ხმები, თქვენი თავისუფლება, თქვენი მოსამართლეები. მათ სურთ, წაგართვან ყველაფერი. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.