ქართველმა MMA-ის მებრძოლმა, ყოფილი კიკბოქსიორმა – გიგა ჭიკაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა კოპენჰაგენში ჩაატარა. ქართველის მოწინააღმდეგე თავდაპირველად მაიკ დევისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოპონენტის ტრავმის შემდეგ, ის მისმა მოგვარემ, ბრენდონ დევისმა შეცვალა.
სამივე რაუნდის განმავლობაში ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, რომ დევისისა და ჭიკაძის ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ხმები არასწორად დაითვალეს და გამარჯვებული სწორედ ქართველი მებრძოლი იყო.
UFC official tells me scores were added incorrectly at #UFCCopenhagen. @giga_chikadze should have been declared the winner of his fight with Brandon Davis.
— John Morgan (@MMAjunkieJohn) September 28, 2019