Barbie-მ “გენდერულად ნეიტრალური” თოჯინა გამოუშვა

Mattel- მა, Barbie თოჯინების შემქმნელმა, დაიწყო გენდერულად ნეიტრალური სათამაშოების ხაზი. იდეა არის ის, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს თავად გადაწყვიტოს, ვის თამაშობს დღეს – თოჯინა გოგო თუ თოჯინა ბიჭი.
ახალი Creatable World სერიის თოჯინებს აქვთ კანის ფერის ექვსი ვარიანტი, აზიური, აფრიკული და ევროპული გარეგნობა. კომპლექტში თითოეულ თოჯინას აქვს საკუთარი აქსესუარები და პარიკიც კი. მაგრამ ის, რაც სათამაშოებმა “დაკარგა” “ევოლუციის” პროცესში, არის მეორეხარისხოვანი “სექსუალური მახასიათებლები”: ახალს მკერდი არ აქვს. ასევე მათ ტიპური ქვიშის საათის ფორმის აღნაგობაც არ აქვთ, ახლა თოჯინას წელი ისე გამოკვეთილი არ აქვს, რათა მან შეძლოს მოიზომოს, როგორც გოგოსი, ასევე ბიჭის ტანსაცმელიც.
”Creatable World არის სათამაშო ნაკრები, რომელშიც შედის ერთი თოჯინა გამოხატული სექსუალური მახასიათებლების გარეშე, პარიკი და 15 აქსესუარი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარტივად გარდაქმნათ თოჯინა და შექმნათ 100 – ზე მეტი თანამედროვე მოდური სურათი,” – თქვა კომპანია Mattel-მა.
კომპანია აცხადებს, რომ ამაყობს თავისი “სტერეოტიპების უარყოფით”.
“დროა შექმნან თოჯინების ხაზი ეტიკეტების გარეშე”- განაცხადა Mattel-ის ვიცე პრეზიდენტმა კიმ კალმონმა.
სხვათაშორის, გენდერულად ნეიტრალური თოჯინის ღირებულება დაახლოებით 45 დოლარია.
ადრე მექსიკაში აკრძალეს Barbie თოჯინების გაყიდვა ფრიდა კალოს გამოსახულებით. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მის ოჯახს აქვს უფლება გამოიყენოს მხატვრის სურათი.
გასულ წელს გამოვიდა 17 ახალი თოჯინა, რომლებიც შექმნილია “გოგონების როლური მოდელების” მისაღებად. მათ შორის იყვნენ ცნობილი ამერიკელი მწერალი და პირველი ქალი მფრინავი, რომელიც ატლანტის ოკეანეზე დაფრინდა – ამელია ერჰარტი, ფიზიკოსი და მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი, რეჟისორი პატი ჯენკინსი, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი ქლოი კიმ, მოკრივე ნიკოლა ადამსი და მრავალი სხვა.