კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კურტ ვოლკერი მოხსენიებული იყო სპეცსამსახურების თანამშრომლის იმ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საიდუმლო სატელეფონო ზარს ეხებოდა. ამ ზარის გამო აშშ-ში სკანდალი აგორდა და დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უკვე დაიწყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. „სი-ენ-ენის“ ცნობით, კურტ ვოლკერმა შეათანხმა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისა (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველს ანდრეი ერმაკს შორის. ვოლკერი დაბარებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზეც.
სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.