ბესელია-კვირიკაშვილის ტანდემი?

პარლამენტის დეპუტატი,ეკა ბესელია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

“არანაირ სამომავლო გეგმებს არ ეხებოდა ეს შეხვედრა, მე ვმეგობრობ გიორგისთან და ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, რაც პირველი არ არის და ვსაუბრობთ ხოლმე მას შემდეგაც, რაც გიორგი აღარ არის ხელისუფლებაში. ასე რომ არაფერი განსაკუთრებული, მართლა”, — განმარტა ბესელიამ.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდიდან წასულმა ბესელიამ სხვა წასულ წევრებთან ერთად ახალი პარტიის დაარა და მედიასთან თქვა, რომ საზოგადოება ამ პარტიაში “ბევრ ნაცნობ სახეს იხილავს”.
ნათელია, რომ ბესელიას სიტყვებში, “არაფერი განსაკუთრებული, მართლა”,რეალურად მართლაც რაღაც იმალება. მორიგ ინტრიგებსა და მორიგი თვალებში ნაცრის შეყრას უქადის მათი ეს “მართლა მეგობრული შეხვედრა”.
ბევრი დრო არ გასულა კვირიკაშვილის პრემიერობის შემდეგ, შესაბამისად ყველას კარგად გვახსოვს UNICEF-ის კვლევა საქართველოში, რომელმაც დაადგინა, რომ კვირიკაშვილის პრემიერობისას ქვეყანაში იმატა სიღარიბის მაჩვენებელმა, მათ შორის ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვროდნემ. ბესელიას რაც შეეხება, ყოველგვარი ახსნა ზედმეტია, მის რეალურ ბუნებას ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. ადამიანი რომელიც მზადაა პირადი მიზნებით იხელმძღვანელოს, ხოლო ქვეყნა დაივიწყოს მის ასეთ “მორალზე” საუბარი მართლაც ზედმეტია. რთული მისახვედრი კი ნამდვილად არ არის რას მოუტანს ქვეყანას მათი გაერთიანებული ძალა.