ზურაბიშვილი-საქართველოში რისოფობია არ არსებობს

არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა – ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასდროს ვიქნებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ვიზიტის შეჯამებისას ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრას გამოეხმაურა.
ამაზე გეტყვით ერთ რამეს, რომ რუსოფობიული განწყობები არ არსებობს საქართველოში და არასდროს არ არსებობდა. ეს აქ ერთ-ერთი ჩემი თემა იყო. ყველგან, სადაც გამოვდივარ, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, ეს ჩვენი შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა. სხვათა შორის, ამის მაგალითია, რომ 1 500 000 რუსი ტურისტი შარშან ჩამოვიდა და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა