ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს ვაკის პარკში ცხოველებს უფასოდ აცრიან

დღეს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ვაკის პარკში სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასოდ აცრიან. სექტემბრის მონაცემებით, უკვე აცრილია 230 000 ძაღლი და კატა, თუმცა 270 000 ცხოველის უფასო ვაქცინაცია დღეს იგეგმება.
სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე შემდეგი განრიგით მივა:
ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა – 8:30-10:00 სთ.
ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ.
ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი – 12:30 -14:00 სთ.
ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პლიციასთან) – 15:00-16:30 სთ.
მეტროსადგურ ღრმაღელესა და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი – 17:30-19:00 სთ.
ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან – 8:30-10:00 სთ.
მ. კოსტავას 37, ვერის ბაღის შესასვლელთან – 10:30-12:00 სთ.
ბუკიას ბაღი – 12:30-14:00 სთ. ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ.
გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი. (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) – 17:30-19:00 სთ