თუშეთის გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა

თუშეთის გზაზე უბედური შემთხვევა მოხდა. შემთხვევა გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტების შვიდკაციანი ჯგუფი გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ხევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 281-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.