პირველი ოქტომბრიდან რუსეთში აიკრძალება მწვადის შეწვა აივნებზე

რუსეთში პირველი ოქტომბრიდან აივნებზე მოწევა აიკრძალება. შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს ხანძრის რეგულაციებში.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა რიგი მოთხოვნები, რომლებიც მიმართულია ხანძრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ახლა კანონი კრძალავს აივნებსა და ლოჯებზე, ასევე საერთო საცხოვრებლების ოთახებში და სასტუმროს ნომრებში ცეცხლის დანთებას. ”- ნათქვამია წყაროში.

ამრიგად, რუსებს აღარ შეეძლებათ მწვადის შეწვა აივნებზე, აანთონ სანთლები და მოწიონ.

ხანძარსაწინააღმდეგო რეგულაციები ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.