ლაშა ტალახაძემ დღეს სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა. ჩემპიონატი ტაილანდში გაიმართა. საერთო ჯამში, მან დღეს სამი მედალი მოიპოვა. ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, შემდეგ აკრაში 264 კილოგრამი ასწია, ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც მსოფლიო რეკორდია.