ბურგერი უხორცოდ?!

McDonald’s-ი უერთდება გლობალურ ტენდენციას ხორცის შემცვლელ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით და 29 სექტემბრიდან, კანადის 28 რესტორანში ვიზიტორს შესთავაზებს ახლებურ ბურგერს. ტესტზე დააყენეს Beyond Meat’s Patties. ანუ, ბურგერი, რომელსაც სალათის ფოთლისა და პომიდვრის გარდა ახლავს მცენარისგან დამზადებული ხორცის შემცვლელი.