თამარ ჩუგოშვილი – „ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს“

საქართველოს ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, გუშინდელ ბესელიას ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით „პოლიტკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული ვინმემ კი საქმეც უნდა აკეთოს“. საქართველოში პოლიტიკა ზოოპარკის დონემდეა დასული, პრობლემის გადაჭრის გზებად კი კვლავ მუშტების ქნევას მიიჩნევენ.

ჩუგოშცილმა ასევე ისაუბრა შეხვედრაზე ბესელიასთან და ივანიშვილთან მოსამართლეთა სიების დამტკიცებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით ივანიშვილმა გაითვალისწინა თხოვნა კენჭისყრის გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით. ბესელია კი მოითხოვდა,  საბჭოს კანდიდატების კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებას. მისთვის გამჭვირვალობა არაფერს წარმოადგენდა და შეიძლება ითქვას, არც აწყობდა კიდეც. ამ შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა საკუთარი მიზნების განხორციელებას და იმ მოსამართლეების „თავიდან მოშორებას“, რომელიც, გარკვეული მიზეზების გამო, არ აწყობდა. თუმცა, მცდელობა მხოლოდ მცდელობად დარჩა. ნამდვილად დროა, პოლიტიკაში ვინმემ საქმე აკეთოს.