შვეიცარიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის ინიცირებითა და ხელშეწყობით შედგა

ევროკავშირის განცხადების შემდეგ, შვეციარიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება დავით ზელკალიანისდა და სერგეი ლავროვის შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ანსამბლეის ფარგლებში, ნიუ იორკში შედგა.

„შეხვედრა შვეიცარიის, როგორც ორ ქვეყანას შორის მედიატორის, ინიცირებითა და ხელშეწყობით 26 სექტემბერს, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის გრძელვადიანი ტრადიცია აქვს. 2009 წლიდან შვეიცარია წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.