თუ ბრიტანეთის დედოფალი გარდაიცვლება..

პრინცი ჩარლზი სამეფო ტახტზე ავა, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კი როგორც მომავალი მეფე და დედოფალი როლისთვის მზადებას დაიწყებენ. ამ შედეგებს მივიღებთ, თუ ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე, გარდაიცვლება.

დედოფლის გარდაცვალებაზე არავინ ფიქრობს და არავის უნდა, მაგრამ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ მაინც სვამს ამ კითხვას და შემდეგ სცენარს გვთავაზობს: რა თქმა უნდა დედოფალი ხანმოკლე დაავადებით გარდაიცვლება, ამ დროს კი მასთან ახლოს მისი ახლობლები იქნებიან და რა თქმა უნდა მისი მთავარი ექიმი, გასტრო ენტეროლოგი, ჰიუ ტომასი, რომელიც თავად გადაწყვეტს ვინ შეუშვას მომაკვდავ დედოფალთან ოთახში და ვინ არა.

დედოფალს რამდენიმე მოთხოვნა აქვს მისი გარდაცვალების შემთხვევისთვის: მან გასნაზღვრა თუ რამდენი ხანი უნდა დაიტირონ ის და ასევე დაადგინა, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში ბი-ბი-სის აეკრძალება 12 დღის განმავლობაში კომედიური ჟანრის ნებისმიერი კონტეტნტის ჩვენება.