iOS 13 – ახალი გზები ფოტოების გასაზიარებლად

ეფლმა iPhone 11-ის სერიასთან ერთად მისი ახალი სისტემა, iOS 13, წარადგინა, სადაც ძველ ვერსიებთან შედარებით მონაცემების, კონკრეტულად კი ფოტეოების, გაგზავნა ბევრად უფრო გამარტივებულია. აქამდე, ფოტოების გაგზავნისთვის უნდა დაგეჭირთ გაზიარების ღილაკისთვის, შემდეგ გაგეხსნათ აპლიკაცია, მოგეძებნათ ადრესატი, მიგეთითებინათ და გაგეგზავნათ – ახალი სისტემის დახმარებით კი ეს ბევრად უფრო გამარტივებულია.

iOS 13-ის ახალი ფუქნციით, მობილური თვითონ მიგითითებთ ვისთან გააგზავნოთ და რომელი აპლიკაციით. ასევე, დიზაინიც შეცვლილია.
ბეტა ვერსიის გამოსვლისთანავე დეველოპერების ყურადღება მიიქცია აღნიშნულმა პროგრამამ, რომელიც დასაწყისში მხოლოდ კონტაქტებში არსებულ ნომრებს უთოთებდა, თუმცა შემდეგ, აფდეითებთან ერთად, პროგრამა განვითარდა და სხვა აპლიკაციებთანაც აქვს წდომა, როგორიცაა ფეისბუქი.