პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მყისიერმა რეაგირებამ მაღაროელებს სამართლიანობა მოუტანა

შეგახსენებთ, ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია მესამე დღეა გრძელდება. პროტესტის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა. აქციის მონაწილეების თქმით, ხელფასები მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ამიტომ აქციის შეწყეტას ანაზღაურების მიღებამდე არ აპირებენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად ნათია თურნავა ტყიბულში ჩავიდა. ის GIG ჯგუფის, საქნახშირის წარმომადგენლებს და რამდენიმე გაფიცულ მეშახტეს შეხვდა. მინისტრისა და პარლამენტის მყისიერი რეაგირებით პრობლემა მოგვარებულია და აქცია შეწყდა. 30 სექტემბერს მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის რაც ტყიბულში ხდება, მიუღებელია. მისივე თქმით, თურნავა ტყიბულში არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა.
თითქოს ის არ კმაროდა, თუ როგორ პირობებში უწევთ მეშახტეებს მუშაობა, დამკვეთმა კომპანიამ გადაწყვიტა შრომის კოდექსი სრულად დაერღვია. რომ არა ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტის მყისიერი რეაგირება მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას ვერ მიიღებდნენ. ნაძირალა კომპანია, რომელიც ცდილობდა მაღაროელები ტრეფიკინგის მსხვერპლები გაეხადა, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.