ჟაკ შირაკი გარდაიცვალა

ჟაკ შირაკი, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ოჯახი ავრცელებს.
შირაკი საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ზედიზედ ორი ვადით, 1995 – 2007 წლებში. მანამდე კი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 1977-1995 წლებში, პარიზის მერი იყო. მთავარი რეფორმა, რომელიც მან გაატარა იყო პრეზიდენტობის ვადის შემცირება შვიდიდან ხუთ წლამდე.