„ჩმორო, არაკაცო“ – ბესელია ზარდიაშვილს

იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე დეპუტატ ბესელიასა და დეპუტატ ზარდიაშვილს შორის დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბი ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა, როცა მან „ბესელიას მორალი“ ახსენა.
„რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი?… თქვენ თავზე ნუ გაგივიდათ… ჩმორო, არაკაცო“- მიმართა ბესელიამ ზარდიაშვილს, შემდეგ კი სახეში ხელი დაარტყა.
დავით მათიკაშვილმა მოითხოვა დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ბესელიას სხდომათა დარბაზი.
„თავი შეიკავეთ ქალბატონო ეკა, დარბაზში ბრძანდებით და საზოგადოება გიყურებთ. სასწრაფოდ დაატოვებინეთ ეკა ბესელიას დარბაზი. ღირსეული ქცევით უნდა იყოს გამორჩეული დეპუტატი და არა ისე, როოგორც თქვენ იქცევით ახლა აქ. დაატოვებინეთ სასწრაფოდ, წესის დამრღვევს“, – მიმართა მათიკაშვილმა მანდატურებს.“
დეპუტატის ეს სამარცხვინო საქციელი უშედეგოდ არ ჩაივლის. ყურადსაღებებია ისიც, რომ თვითონ იურისტი ბესელია პირდაპირ ფიზიკურ ძალას იყენებს და პრიმატების დონემდე დაჰყავს ქართული პოლიტიკა და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი.