ხაზარაძე მორიგ ინტრიგებს ხლართავს

საზოგადოებირივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძე-გაუმაძღარაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ის რეზიდენციაში დაიბარა, შეხვედრაზე კი მისგან ვანო ჩხარტიშვილისთვის 30 მილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა. საქმე ვალების განულების პროგრამაში ჩართვაზე კომპანიების რეკეტს ეხება.
“როცა 120 მილიონს ცვლი სამ მილიონში და პრაქტიკულად ამას გაიძულებენ, და ეს გარიგება ხდება ფინანსთა მინისტრის კაბინეტში, პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ შეღავათს აკეთებს ბანკი და არა რომელიმე ფონდი”.
ერთადერთი, რითაც ყურადღების მიქცევას ცდილობს ხაზარაძე, არის ტყუილი და ცილისწამება. პოლიტიკაში შესვლის პირველ დღეს მსგავსი განცხადებებით საუბარი სხვა არაფერზე მეტყველებს თუ არა უაზრო მცდელობაზე განხეთქილების ვაშლი შეაგოროს ხალხსა და მმართველ პარტიას შორის, რითაც ისარგებლებენ „სვავცისტები“. მორიგი სკანდალითა და აჟიოტაჟით სურს ხაზარაძეს დაიკავოს ადგილი პოლიტიკაში, რაც ნამდვილად არ აკლია ჩვენს ქვეყანას. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელიც საკუთარი კრახების გადასაფარად მუდამ ცდილობს აჟიოტაჟი გამოიწვიოს. ხაზარაძე გამოსწორებას კი არა ინტრიგებით ყურადღების გადატანას ცდილობს. მას მიზნად მხოლოდ ჯიბის გასქელება აქვს. ყველასთვის ცნობილია, თუ როდის და სადაა შესაძლებელი „ბობოლა“ ხალხისთვის ჯიბის გასქელება – ომში, კამათში, ინტრიგებში. სწორედ, ამიტომ არაა გასაკვირი ხაზარაძის მსგავსი ქმედება.