სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტაში, ზემო ხოდაშენში 33 წლის მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.