გიორგი გახარია „ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში მიუღებელია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს დაავალა, ტყიბულში წავიდეს და მეშახტეების პრობლემა მოაგვაროს. მან ნათია თურნავას მიმართა, იყოს მაქსიმალურად მკაცრი, “რათა დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები”. გახარიას თქმით, ის, რაც ტყიბულში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია.
„დღეს საუბარს დავიწყებთ პირველ რიგში ტყიბულში განვითარებული მოვლენებით. ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში არის აბსოლუტურად მიუღებელი.“დღესვე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე. ის გაემგზავრება არა გარემოებებისა და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემების მოსაგვარებლად. მინდა, ქალბატონ ნათიას ვთხოვო ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები დავიცვათ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.