„სირცხვილიები“ ვერაფერს გააწყობენ, რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენას ლავროვი ემხრობა

“საქართველოში უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციის კონტრპროდუქტიულობა გააცნობიერა”.- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ავიამიმოსვლის მომხრეა.
“ალბათ, ფრენებს დავაბრუნებდი. მგონია, რომ ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ პროვოკაციის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა” — განაცხადა ლავროვმა
„სირცხვილიების“, „ნაცსირცხვილიების“ და ახლა უკვე „ლელოების“ 20 კაციანი აქციები ხელს ვერ შეუშლიან საქართველოში ავიამიმოსვლების აღდგენას. მიუხედავად პუტინის აკრძალვისა, რუს მოსახლეობას უარი არ უთქვამთ საქართველოში ვიზიტებზე. მიუხედავად ოპოზიციონერების მცდელობისა, მაქსიმალურად გაავერანონ და ლაფში ამოსვარონ ქვეყანა, რუსი ტურისტებისთვის ის მაინც მიმზიდველი რჩება. უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ავიამიმოსვლების აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის ხელს ვერაფერი შეუშლის.