ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული სამი ქართველის საქმეს პარასკევს და შაბათს განიხილავენ

საბერძნეთში პოლიციამ სამი ქართველი ქალი დააკავა ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით. ამ უმსხვილეს დანაშაულებრივ დაჯგუფებას, სწორედ, ისინი ხელმძღვანელობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ თესალონიკის პოლიცია თვეების მანძილზე ცდილობდა აღნიშნული საქმის გახსნას. დაჯგუფება წლების მანძილზე მოქმედებდა და თითო ბავშვს, “შეკვეთის” შემდეგ 25.000 ევროდ ყიდდა. საქმეში მონაწილეობდა ექიმი და ადვოკატი, რომლებიც თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთანაც კი, სადაც ასევე უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.
დაკავებულები თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი და საქმე პარასკევს და შაბათს განიხილება.