ბოლო გაფრთხილება კალაძესგან ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კონტრაქტორ კომპანიებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმ ორ კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით დარღვევა აქვს, ბოლოჯერ აფრთხილებს.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პირველი პრობლემა გლდანის რაიონში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოების დროს ფიქსირდება

„ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს… ამას ხალხი ხედავს, საზოგადოება ხედავს. ჩვენ, როდესაც მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, რაღაც მოჩვენებით გვაჩვენებენ, რომ იქ ყველა ჩართულია, მუშაობს, მიდის ფუსფუსი და გამოვდივართ ორი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს, დაათრევს ამ ჭებს აქეთ-იქით. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები რაც შეიძლება მალე იქნას დასრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე, გავეცნოთ სამუშაოებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ კომპანიის. თუ ის არ წარმართავს სამუშაოებს, როგორც საჭიროა ისე, იმ რაოდენობით, როგორც უნდა მუშაობდნენ, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძებნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული სამუშაოები,” – განაცხადა კალაძემ.
„ენსისი“ და „ინშაათ საქართველო“ – ეს ის 2 სამშენებლო კომპანია, რომელიც „ბოლოჯერ გააფრთხილება“მიიღეს კალაძესგან გაჭიანურებული სამუშაოებისთვის. ერთ-ერთმა ტენდერში გამარჯვების შემდეგ, სამუშაობეის მიმდინარეობისას რეორგნიზაცია გამოაცხადა და დღეს სხვა სახელით ოპერირებს. მეორე კომპანია კი უცხოური საწარმოს წარმომადგენლობას წარმოადგენს და დაგვიანებული მშენებლობების გამო გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო, თანაც, არა მხოლოდ თბილისის მერისგან.