„ნახე რა, თავში აუვარდა..“ – ნაცვლიშვილი ოხანაშვილს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის, მოსმენისას, ანრი ოხანაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატს, ბექა ნაცვლიშვილს, შემდეგი სიტყვებით მიმართა: „წესიერად, ცოტა თავი გააკონტროლე. შეგიძლია დატოვო დარბაზი. იცოდე ვის როგორ უნდა მიმართო. “შენობით” მიმართე იმას ვისთვისაც მიგიმართავს. თავი გააკონტროლე პარლამენტის წევრი ხარ“. ამას თავის მხრივ ნაცვლიშვილის გაღიზიანება მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია მათ შორის:
“ბიჭო შენი სასწავლებელი მე არაფერი მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ თუ არა. ნახე რა, თავში აუვარდა…” – ნაცვლიშვილის ამ განცხადებას მისი მხრიდან დარბაზის დატოვება მოჰყვა.

მსგავსი სტატიები