დიმიტრი გაბუნია შეწყალების თაობაზე ყველა კითხვას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მისი თქმით, მას თავადაც აინტერესებს, თუ რატომ გაჟღერდა მისი სახელი და გვარი ამ საქმესთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, გამომძიებლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.
„რა შეკითხვასაც დამისვამენ, ყველა კითხვას ვუპასუხებ. შეწყალების თაობაზე არაფერი ვიცი. სიაც არ ვიცი, რასაც მკითხავენ იმას ვუპასუხებ, ყველაფერს გეტყვით, როცა გამოვალ“.
დიმიტრი გაბუნია ასევე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების პრეზიდენტის მიმართ დაინტერესებს შემთხვევაში, ზურაბიშვილი მზადაა გამოკითხვაზე მივიდეს.