პროკურატურა ბესელიას დეზინფორმატორობას ჰპატიობს?

შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ, გუშინ განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი დღემდე აქტუალურია. ამ მიზეზით, იგი გუშინვე პროკურატურაში დაიბარეს. თუმცა, ბესელიამ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება და საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს. როგორც იურისტმა, ბესელიამ კარგად იცის, თუ რა შედეგები მოჰყვება მის სიტყვებს იმ შემთხვევაში, თუ მისი დეზინფორმატორობა დამტკიცდება. როგორს ჩანს, მას სურს ორშაბათამდე კონკრეტული ალიბის შექმნა საკუთარი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისთვის. პროკურატურა ორშაბათამდე უმოქმედოა. საფიქრებელია, ჩვენს ქვეყანაში დეპუტატებსა და ჩინოვნიკებს ყველაფერი ეპატიებათ.