ტრამპის ნაციონალისტური გზავნილები გაერო-ში

მკვეთრად ნაციონალისტური და „გლობალისტების“ წინააღმდეგ მიმართული მესიჯით წარსდგა დონალდ ტრამპი გაეროს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რომელიც ნიუ-იორკში იმართება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ “როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ის ამერიკას ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს” და აღარ განახორციელებს ცალმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც აშშ-სათვის არაფრის მომტანია. ტრამპის თქმით ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამერიკამ მიიღოს სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებები და მიუხედავად იმისა, რომ გააგრძელებს კოოპერაციას სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში იფიქრებს ამერიკის მოქალაქეების წინაშე თავის მოვალეობაზე.
„თუ გსურთ თავისუფლება, იამაყეთ საკუთარი ქვეყნით. თუ გსურთ დემოკრატია, შეინარჩუნეთ სუვერენიტეტი“ – თქვა ტრამპმა. მანვე ხაზი გაუსვა საზღვრებსა და მიგრაციის პროცესის გაკონტროლებაზე და განაცხადა: „თუ გსურთ მშვიდობა, გიყვარდეთ თქვენი ერი. მომავალი არ ეკუთვნით გლობალისტებს, მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე ფიქრობენ, პატივს სცემენ მეზობლებს და იმ განსხვავებებს, რომელსაც თითოეული ქვეყანა ქმნის“ -განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების დაცვის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას თავისი „ისტორია, კულტურა და მემკვიდრეობა“.