აშშ-ს უარი ვიზაზე რუსეთის დელეგაციას

რუსეთის ფედერაციული საბჭოს წევრებს აშშ-ის ვიზების გაცემაზე უარი უთრა. მათ შორის არის რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრი და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინ კოსაჩოვი.
კოსაჩევის თქმით, მასთან ერთად ამერიკის მხარემ დროულად არ გაუფორმა ვიზები ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას უნდა დასწრებოდნენ.
“ეს აღმაშფოთებული აქციაა, რომელსაც გამართლება არ აქვს”, – განუცხადა რუსულ მედიას კოსაჩევმა.
ამასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამაც.
ამ ფაქატს ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვი,მან აღნიშნა,რომ აშშ-ის გადაწყვეტილება „მიუღებელია“ და ამ ქმედებას როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
მისივე თქმით, აშშ-ს არ აქვს უფლება იმ ადამიანებს, რომლებიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებიან, რაიმე სახის შეზღუდვები დაუწესოს.