ტრამპის პრეზიდენტობამ შესაძლოა ფიასკო განიცადოს

უკრაინისთვის სამხედრო ძალებით დახმარების შეთავაზების გამო, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე დემოკრატები და რესპუბლიკელები ისევ ალაპარაკდნენ. ექსპერტები ირწმუნებიან,რომ ტრამპის შეთავაზება ჯო ბაიდენის შვილის წინააღდეგ გამოძიების დაწყებასთან პირდაპირ კავშირშია, რაც ტრამპმა მოსთხოვა ზელენსკის. პრეზიდენტებს შორის საუბარი 25 ივლისს შედგა. წყარო იუწყება, რომ მათ ისაუბრეს ჰანტერ ბაიდნეზე, რომელიც უკრაინული ნავთობკომპანიის “ბურისმას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულ და უკრაინულ გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტებში სხვაობა დაფიქსირდა. CNN ტრანსკრიპტებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის მხრიდან ღია კორუფციულ შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია.
დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი მას შემდეგ ამოიღო მიზანში, რაც მან პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა.