დააკავეს თაღლითი, რომელიც მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ დასაქმებას სთავაზობდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს
თანხის სანაცვლოდ შსს-ში დასაქმებას ჰპირდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული მოქალაქეებს 5 000
აშშ დოლარის სანაცვლოს დახმარებას სთავაზობდა პირადი კავშირების მეშვეობით,
მანამდე კი მათ ნდობას იპოვებდა. მოქალაქე თანხის ნაწილის, 3 500 ლარის აღების
ფაქტზე დააკავეს.