ზალკალიანმა და ალექსანდერ შალანბერგმა საქართველოში არსებული პრობლემები განიხილეს

დავით ზალკალიანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიისას, ავსტრიელ
კოლეგას, ალექსანდერ შალანბერგს, შეხვდა. სესია ნიუ-იორკში გაიმართა.
ირკვევა, რომ შეხვედრისას მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და
უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო
ხაზთან მიმდინარე პროცესებზე, სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვასა და
მოქალაქეების გატაცების ფაქტებზე გაამახვილეს.
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, არსებული საერთაშორისო ფორმატების ხშირი
გამოყენება და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია
კონფლიქტის მოგვარების პროცესში.