ტრამპა პოლონეთს უვიზო მიმოსვლა დაუმტკიცა

აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს აუქმებს.ამის შესახებ ტრამპმა პოლონეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა აცნობა პრეზიდენტ დუდას, რომ ის ელოდება პოლონეთის უვიზო რეჟიმის პროგრამაში შესვლის გამოცხადებას უახლოეს კვირებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად დონალდ ტრამპმა ანჟეი დუდასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პოლონეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი უკვე დამტკიცებულია.
შეხვერდაზე დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში 1 000 ჯარისკაცს გააგზავნის. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის თხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამ ქმედებას რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის შემაკავებელ ზომად განიხილავს.