მეცნიერებმა აღმოაჩინეს სპერმაში კანაბინოიდის არსებობა

მამაკაცთა სათესლე უჯრედებში იპოვეს ფერმენტები, რომლებიც წარმოქმნიან
ენდოკანაბინოიდებს – ნივთიერებებს, რომლებიც შედიან მარიხუანაში. გავრცელებული
ინფორმაციით ეს მონაცემები კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ფერმენტები და მათთან დაკავშირებული რეცეპტორები
გროვდება სპერმატოზოიდების მომწიფებასთან ერთად. ბიოლოგთა აზრით,
ენდოკანაბინოიდების გარკვეული რაოდენობა საჭიროა სასქესო უჯრედებისთვის,
სათესლეს დატოვების შემდეგ, ხოლო რეცეპტორები ხელს უწყობენ პროცესში საჭირო
სიგნალების მიღებას გაყოფის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ენდოკანაბინოიდები არის ნაერთი, რომელსაც ადამიანის სხეული და
მრავალი სხვა ცოცხალი არსება თავად ქმნის. ისინი ასრულებენ ნეირომედიატორების
ფუნქციას, ანუ ისინი გადასცემენ სიგნალებს ნეირონებს შორის. ქიმიის თვალსაზრისით,
ისინი გარკვეულწილად განსხვავდებიან კანაფის შემადგენლობაში შემავალი
ნაერთებისგან.
ამავე დროს, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს სამეცნიერო ნაშრომი დაეხმარება მათ
გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს მარიხუანა რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ჯერჯერობით,
ინფორმაცია ამის შესახებ წინააღმდეგობრივია. თუმცა, არაერთი გამოკვლევის
თანახმად, კანაფის მოხმარება გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე – ის ორგანიზმში
სპერმის ოდენობას ამცირებს.