თამარ ალანიას კანდიდატურის განხილვისას ბესელიამ სკანდალი მოაწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ბესელიას
შეახსენა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის გამოყოფილი დროის
ნახევარი ამოიწურა. სწორედ, ამას მოჰყვა დეპუტატ ეკა ბესელიასა და
ოხანაშვილს შორის შელაპარაკება. ოხანაშვილმა ბესელიას ეთიკური საუბრისა და
თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა.
“წესიერად ვსაუბრობ. თავი შენ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან
აღმზრდელობით ლაპარაკს. ქალბატონი თამარის ნაცვლად თქვენ ნუ
ნერვიულობთ. მე თავს იმაზე მეტად ვაკონტროლებ, ვიდრე თქვენ
წარმოგიდგენიათ. ყველამ უნდა იცოდეს თავისი ადგილი, მარტო ფიზიკურ
ადგილს არ ვგულისხმობ,”- უპასუხა ბესელიამ ოხანაშვილს.
მართალია, ნაც მოძრაობის დროს სასამართლოსა და სხვა ინსტანციებზე დიდი
წნეხი იყო, გაჟღერდა მუქარები და აღინიშნა, როგორც სიტყვიერი, ასევე
ფიზიკური ძალადობის ფაქტებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმდროინდელი
მოსამართლეები დილეტანტები და საკუთარი საქმის უცოდინრები იყვნენ.
ბესელიას აღელვებასა და გაღიზიანებას პირადი ანგარიშწორების სუნი უდის. იმ
მოსამართლეთა სიაში, რომელთა კანდიდატურაც უნდა განეხილათ, არის,
სწორედ, ის პირი, რომელსაც ბესელიას შვილის საქმე მიჰყავდა. როგორც ჩანს,
დეპუტატი ეკა ბესელიასთვის პირადი მიზნები უფრო მაღლა დგას, ვიდრე
ქვეყნის კეთილდღეობა.