ცნობილი რუსი შანსონის შემსრულებლის, მიხეილ კრუგის, მკვლელობის საქმე გაიხსნა

საგამოძიებო კომიტეტმა დეტალურად დაადგინა, ტვერის რეგიონში, 2002 წლის ივნისში,
საკუთარ სახლში მოკლული მომღერალი, მიხაილ კრუგის მკვლელობის საქმე. რუსეთის
ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში, 2003 წელს მოკლეს თავად
მომღერლის უშუალო მკვლელი, ამასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე
მალევე დაიხურა.
როგორც საგამოძიებო კომიტეტმა აღნიშნა, მათ შეძლეს დეტალურად აღედგინათ
მკვლელობის სურათი. აღმოჩნდა, რომ „ტვერელი მგლების“ ბანდის წევრები მომღერლის
სახლში გაძარცვის მიზნით შეიჭრნენ, კრუგის მოკვლა კი არ სურდათ. ეს ინფორმაცია,
სამუდამო პატიმრობა მისჯილმა, „ტვერელი მგელის“ ერთ-ერთმა ბანდის წევრმა,
ალექსანდრ აგეევმა გაამჟღავნა. მან დასძინა, რომ მომღერალი მაშინ მოკლეს, როდესაც
გაქურდვისას „მოულოდნელად“ გადაეღობა მათ გზაზე.
გამომძიებლებმა და პოლიციელებმა ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებათა კომპლექსი და
ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, რის შედეგადაც ალექსანდრ ეგეევის ჩვენებები
სრულად გადაამოწმეს დადასტურებული შეგროვებული მტკიცებულებებით, სხვა
პირების ჩვენებებით, ”რომლებიც ლოგიკურ, თანმიმდევრულ, ურთიერთკავშირშია და
ასახავს ინციდენტის მთელ სურათს“. – განაცხადა საგამოძიებო კომიტეტმა.