მარტივი პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

მეცნიერებმა, რომლებმაც შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ხნიერი მოსახლეობა,
მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარ საკვებს შეუძლია შეანელოს
დაბერების პროცესი.
ანტიოქსიდანტების რაოდენობით მდიდარია მწვანე ჩაი, რომელიც წარმოადგენს მსუბუქ
შარდმდენ საშუალებას და კატალიზატორია მეტაბოლური პროცესებისთვის.
„ფინიკი შეიცავს 23 ამინომჟავას, მათ შორის დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს.
შემთხვევითი არაა, რომ მათ უწოდებენ – სიცოცხლის მარცვალს. ეს ამინომჟავა
პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე, ეს არის ფსიქიკის სტაბილიზატორი, ”- განაცხადა
ექიმმა.
ფინიკი, ასევე შეიცავს გლუტამინის მჟავას, რაც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
უკეთეს ფუნქციონირებას და ნიკოტინის მჟავას, რომელიც აღადგენს დაზიანებულ
უჯრედებს.
გარდა ამისა, დიეტოლოგები აღნიშნავენ, რომ ქაცვი, მოცვი და პომიდორი სასარგებლოა
ორგანიზმისთვის, ისინი ადამიანისთვის აუცილებელ უამრავ ნივთიერებას შეიცავენ.