საქართველოში სასტუმროების ფასები აგვისტოში შემცირდა

PMC კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები საშუალოდ 2.4%–ით შემცირდა. კერძოდ, 3, 4 და 5–ვარსკვლავიანი სასტუმროების ღირებულება 5.3%–ითაა შემცირებული, ხოლო გესთჰაუსების კი 3.1%–ით.
რაც შეეხება Airbnb-ს, ამ პერიოდში თბილისში საშუალო ფასი ერთი ღამით 41 დოლარი იყო. შედარებისთვის: ანკარაში 30 დოლარი, სოფიაში 43 დოლარი, ბუქარესტში 65 დოლარი, მოსკოვში 103 დოლარი, ხოლო კიევში 172 დოლარი.
კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში – 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში – 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.
ყველაზე მეტად აგვისტოში წინა წლებთან შედარებით ფასებმა დაიწია ქვემო ქართლში (8.1%), აჭარაში (5.5.%) და მცხეთა-მთიანეთი (5.2%).