პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “შეიარაღებული ძალების” მოდერნიზაციას დააფინანსებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
“მიღებულ იქნას რუსეთის მთავრობის წინადადება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ”, – ნათქვამია დოკუმენტში.