სისხლიანი ხელისუფალი სააკაშვილი ისევ იმუქრება

„მე რომ დღეს თბილისში ვიყო, აუცილებლად შევუერთდებოდი გულანთებულ ახალგაზრდებს რუსთაველზე. საქართველოში უნდა გათენდეს!“ – აცხადებს საქართველოს სისხლიანი ხელისუფლების ლიდერი, ნაც ბანდის მეთაური, მიხეილ სააკაშვილი.
ქვეყნიდან გაქცეული, მშიშარა ექს-პრეზიდენტს რუსთაველზე დგომა და ახალგაზედებთან ერთად ყოფნა სურს. სწორედ იმ რუსთაველზე, რომელზეც ცრემლსადენი გაზებითა და წყლის ჭავლით ებრძოდა აქციონერებს, იქ, სადაც სპეცრაზმელები სააკაშვილის დავალებით დაუნდობლად ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ახლა, სწორედ, მის მიერ სისხლით შეღებილ რუსთაველზე, მოღალატე „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან ერთად, სურს ექს-„ლიდერს“ დგომა. იგი მოითხოვს გათენდეს იმ საქართველოში, რომელშიც თვითონ დააღამა.