თემიდას მიუკერძოებლობა ზურაბიშვილს შეეხო

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილის  მიერ
მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საქმე
აღიძვრა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად
გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით.
“საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ეს იმას ნიშნავს,რომ შეუძლია
გამოიყენოს ყველა ის პროცედურა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით
არის გათვალისწინებული. თუ ჩათვლის, მას შეუძლია,რომ ყველა ის პირი ვინც
რელევანტურია ამ საქმეში მათგან მოიპოვოს ინფორმაცია, მათ შორის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან. თავად საქმის პროკურორის გადასაწყვეტია
მოცემულობიდან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტის დაბარება. თუ პროკურატურა
მოაგროვებს შესაბამის მონაცემებს და თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნები პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში, მაშინ უკვე დეპუტატთა ერთმა
მესამედმა დასაბუთებული მოთხოვნით შეიძლება მიმართოს პარლამენტს და დაიწყება
იმპიჩმენტის პროცედურა, საკითხი განსახილველად გადაიგზავნება საკონსტიტუციო
სასამართლოში და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი
დანაშაული არ არსებობს, საქმე წყდება და თუ პირიქით გადაწყვიტა, საქმე ბრუნდება
პარლამენტში და პარლამენტის ორი მესამედი იღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის
გადაყენების თაობაზე.“-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
აღსანიშნავია, ოპოზიციონერების პოზიციაც, „ევროპული საქართველოს“
წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ პროკურატურა რეალურ შედეგებს არ დადებს,
ფრაქცია შეიტანს დადგენილების პროექტს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო
კომისია.
მიუხედავად მოცემული განცხადებებისა, თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ჩვენი
სასამართო და ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე დგას. ზურაბიშვილმა, როგორც
ნამდვილმა პრეზიდენტმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა
სასამართლომ გამოძიება მაინც დაიწყო, მიუხედავარ იმისა, რომ საქმე ქვეყნის ლიდერს
ეხება. სვავმა ოპოზიციონერებმა კი უმჯობესია თავიანთი ფრაქციის მმართველობა
გაიხსენონ. მთელი სამყაროს მედია საუბრობს დღეს საქართველოს თემიდას
მიუკერძოებლობის შესახე.