“რუსთავი 2” ახალი სიცოცხლე

შეგახსენებთ, კომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა,
ნიკა გვარამიას პოზიციაზე პაატა სალია დანიშნა. შედეგად, ტელეკომპანიის რამდენიმე
თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. მათ, რომლებმაც გადაწყვიტეს ტელეკომპანიაში
დარჩენა, გვარამიამ და მისმა ბანდის წევრებმა ყოველგვარი მოურიდებლობის გარეშე
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გვარამიას ოფიციალურ “facebook” გვერდზე გინების
შემცველი პოსტიც კი გამოქვეყნდა. იმ იმედით, რომ გვარამია „რუსთავი 2“-ს ჩარეცხავდა,
გვარამიამ „მთავარი არხი“ გახსნა, საბოლოოდ კი ჩარეცხილი თვითონ დარაჩა, თავის
ბანდასთან ერთად. სალიას განცხადებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო
გადაცემას ნინო შუბლაძე და ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანენ, გარდა ამის ეთერში დილის
გადაცემაც გავა. ცნობისთვის, ირაკლი იმნაიშვილი, ყოფილი BBC-ის ჟურნალისტი, BBC-
დან „რუსთავი 2“-ზე პაატა სალიამ წამოიყვანა.

როგორც ჩანს, ნიკა გვარამიას ბრძოლა იმდენად აბსურდულ ფაზაში შედის, რომ მისი
მარცხი გარდაუვალია. ასევე, შეგახსნებეთ, რომ ბრალდების წაყენებისას ნიკა გვარამია
მეტად პრინციპულ პოზიციაზე იდგა და თავგამოდებით იძახდა, რომ არაფრის დიდებით
გადაიხდიდა გირაოს, თუმცა რამდენიმე დღეში მის პრინციპებს, ისევე, როგორც მის
კარიერას, მიწა შეერყა და გირაოს თანხა შეიტანა.
მას შემდეგ, რაც ირაკლი იმნაიშვილმა გვარამიას ყოფილ ტელევიზიასთან კონტრაქტი
გააფორმა, შფოთი, რომ მისივე გარეშე „რუსთავი 2“ ვერ იფუნქციონირებდა ჩაიფუშა.
რუსთავი 2 აგრძელებს ფუნქციონერებას, ხოლო მთავარი არხი ძლივს-ძლივობით
სუნთქავს იმ ინერციით, რომელიც ხალხს ინტერესს მოყვა და , გარდაუვალია, რომ ეს
ინერცია მალე ძალას დაკარგავს…