საქართველოზე რეკლამამ სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე გაიმარჯვა

„ ვულოცავ მთელს საქართველოს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გადამღებ
ჯგუფს, საკუთარ თავს და ჩემს ბებოს, ამ ვიდეოს გამარჯვებას, რომელიც
სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე, შვედეთში, იყო წარდგენილი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ვიდეორგოლი არის საქართველოს
შესახებ, სახელწოდებით „ერთი სისხლი“- “ONE BLOOD”, რომლის სიუჟეტიც გამოსცემს
ამბავს ჩემი ინსპირაციის შესახებ ფრენასთან დაკავშირებით, რომელიც გენეტიკურად
გადმომეცა ჩემი ბებოსგან, მის მიერ გაზიარებულ მრავალ თამბრუდამხვევ ფრენის
ისტორიასთან ერთად. გილოცავთ, ვიდეორგოლმა, აღნიშნულ სამიტზე, კონკურსში
პირველი ადგილი აიღო და ამ წარმატებამ, წესით, მეტი თავგადასავლების მაძიებელი
ტურისტი უნდა მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ვიდეოს მთავარმა პერსონაჟმა
ალექს ისკანდაროვმა.
შეგახსენებთ, სათავგადასავლო ტურიზმის მსოფლიო სამიტზე (ATWS)
საქართველოს შესახებ გადაღებულმა სარეკლამო რგოლმა გაიმარჯვა და პირველი
ადგილი აიღო. ამის შესახებ Facebook-ზე ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი
მარიამ ქვრივიშვილმა დაწერა, ასევე აღნიშნა რომ ეს ქვეყნის პოზიციონერებისთვის
დიდი მიღწევაა.