საქართველოში იმპორტ-ექსპორტის ტოპ ხუთეული

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო
ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში 11.5%-ით გაიზარდა ექსპორტი
და მილიარდ 775 მილიონ 400 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით
შემცირდა და 4 მილიარდ 192 მილიონ 900 ათასი დოლარი იყო.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის
მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა – 430.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი
ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი
ავტომობილები – 381.5 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზეა
ფეროშენადნობები – 207.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს
დაფასოებული მედიკამენტები და ყურძნის ნატურალური ღვინოები
ინაწილებენ, შესაბამისად, 105 მილიონ 638 ათას 800 და 97 მილიონ 204 ათას 100
დოლარით.
ყველაზე დიდი რაოდენობით კი ვყიდულობთ, ნავთობს და
ნავთობპროდუქტებს, რომლის იმპორტმაც მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში –
341 მილიონ 176 ათას 800 დოლარი შეადგინა; მე-2 ადგილზეა – მსუბუქი
ავტომობილები – 308 მილიონ 790 ათას 600 დოლარით; ხოლო მესამე ადგილს –
266 მილიონ 839 ათას 100 დოლარით სპილენძის მადნები იკავებს; მე-4 და მე-5
პოზიციებს კი დაფასოებული მედიკამენტები და ნავთობის აირები ინაწილებენ,
რომელთა იმპორტმაც საანგარიშო პერიოდში შესაბამისად, 181 მილიონ 479 ათას
400 და 178 მილიონ 683 ათას 500 დოლარი შეადგინა.